ციცი იაშვილი
საავტორო კურსის ავტორი
6 თვე
კურსის ხანგრძლივობა
72 შეხვედრა / კვირაში 3
სემინარების რაოდენობა
20 სექტემბერი
ღია კარის დღე
24 სექტემბერი
კურსის დაწყება
ყოველთვიურად 700₾ / ერთიანად 3000 ₾
საფასური
ტრენერის შესახებ
ციცი იაშვილის გასართობ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება უკვე 20 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტებისა და მასშტაბების ღონისძიების ხელმძღვანელი იყო. სწორედ ამ წლების მანძილზე დაგროვებული ცოდნისა და უნარების გაზიარება სურს კურსის მსმენელებისთვის.
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ღონისძიებების მართვის საფუძვლები და გაუზიაროს ტრენერის გამოცდილებით დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა.
კურსის 2 წარმატებული მოსწავლე ჩაერთვება Starring Georgia-ს დიდ საქმიანობაში.
კურსის შედეგად მსმენელები შეძლებენ:
გადადგან პირველი ნაბიჯები სფეროში, რომელსაც გასართობი ინდუსტრია ჰქვია.
დაგეგმონ და დააორგანიზონ ღონისძიება სწორად.
დასაქმდნენ ღონისძიებების მენეჯერებად.
სასწავლო კურსის მოთხოვნები: კურსის მსმენელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და სასურველია ჰქონდეს განათლება მარკეტინგის მიმართულებით.
სასწავლოს კურსის მსმნელების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე. Პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება 10 ადამიანით.