რა ხდება რეალურად სცენის მიღმა

Dec 18, 2025

გასართობი ინდუსტრია დღეს ერთდროულად ყველაზე მიმზიდველი და ყველაზე ბუნდოვანი სივრცეა. მას ბევრი ადამიანი დიდი ინტერესით უერთდება, მაგრამ რეალური სურათის დანახვის შემდეგ, ცოტა რჩება - სწორედ აქ იწყება პრობლემა…

გასართობ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანი პირისპირ ხვდება რეალურ მოთხოვნებს, რეალურ შეცდომებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. 

“უმეტეს შემთხვევაში, ამ სფეროებში კარიერული  გზის დასაწყისი სრული ქაოსია, სადაც არ არის მიმართულება, ჩარჩო და უკუკავშირი. შესაბამისად, როცა ამ სფეროს უერთდები, აქ მთავარი კითხვა არ არის, გაინტერესებს თუ არა გასართობი ინდუსტრია. მთავარი კითხვაა - მზად ხარ თუ არა ამ პასუხისმგებლობებისთვის,” - ციცი იაშვილი

აქ კარიერა პირდაპირ  სცენაზე არ იწყება - რაც უფრო ახლოს ხარ ინდუსტრიასთან, მით უფრო ნათლად ხედავ ერთ რამეს - ყველაფერი, რაც გარედან მარტივი ჩანს, რეალურად მრავალწახნაგოვანი, უამრავი დეტალისგან შემდგარი სტრუქტურაა, რომლის მხოლოდ პირველი ნაბიჯია იდეა, თუმცა იდეა ყველას აქვს. საკითხავი ისაა თუ ვის მიჰყავს ის ბოლომდე?

რატომ გაჩნდა Creative Studies?

Creative Studies არ გაჩნდა სურვილით, რომ უბრალოდ კურსები გაგვეკეთებინა.
მისი დაარსების იდეა წამოვიდა კითხვიდან თუ სად სწავლობს ადამიანი იმას, რაც მას ამ ინდუსტრიაში აუცილებლად სჭირდება? რადგან, საერთო წარმოდგენით ღონისძიება მხოლოდ არტისტის დაბუქვა და მერე მისი სცენაზე მასპინძლობაა. რეალურად კი ღონისძიება არ არის ის ერთი საღამო, რომელსაც სტუმარი ხედავს.  ის არის კვირების, თვეებისა და გუნდური მუშაობის ჯამური შედეგი. სწორედ ამ პრაქტიკის გაზიარება გვსურს რეალობაში, ასე რომ, თუ მზად ხარ პასუხისმგებლობისთვის, პროცესებში სრულად ჩართულობისთვის და კარიერული გზის საკუთარი პრაქტიკით გაკვალვისთვის მაშინ შემოგვიერთდი - Creative Studies სწორედ შენთვისაა.